ვინ ვართ ჩვენ

"ჯამპსტარტ ჯორჯია" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც open-source ტექნოლოგიების გამოყენებით, საზოგადოებისათვის საინტერესო და აქტუალური მონაცემების ხელმისაწვდომობასა და საჯაროობას უზრუნველყოფს.

"ჯამპსტარტ ჯორჯია" ცდილობს კომპლექსური საკითხების ფართო აუდიტორიისთვის მარტივ ენაზე მიწოდებას, რათა საზოგადოებამ შეძლოს ფაქტებსა და დისკუსიებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება.

სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და პროექტების განხორიცელებით "ჯამპსტარტი" ქმნის ეფექტურ მონაცემთა ბაზებს და ცდილობს:

  • დაადგინოს ზუსტი მნიშვნელობა ანალიზისა და მონაცემების მიზნის რედეფინიციით;
  • ვიზუალურად გამოსახოს კომპლექსური საკითხები რათა უფრო გასაგები გახდეს ფართო აუდიტორიისათვის;
  • გაავრცელოს მომხმარებელზე ორიენტირებული მონაცემთა დიზაინი;
  • განავითაროს მონაცემთა პროექტების მენეჯმენტი და დაგეგმარება;
  • მონაცემთა გამოყენება ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.
JumpStart Georgia